“იღბლიანი ვარ რომ გიცნობდი, მშვიდად განისვენე” – ანტონის რემოს მწუხარება
ცნობილმა ბერძენმა მომღერალმა, ანტონის რემომ სოციალურ ქსელში განათავსა ფოტო, სადა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თემოს ანასტასიადისის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მათ ხშირი კონტაქტი ჰქონდათ და მეგობრის დაკარგვა მომღერლისთვის ძალიან მძიმე აღმოჩნდა:
“მეგობარო, ცოტა ხნის წინ გავიგე, რომ ცაში გაფრინდი. ყოველთვის ხმაურიანი იყავი და შენი არ ესმოდათ, რადგან ყველაფერს თავის სახელს არქმევდი. იღბლიანი ვარ რომ გიცნობდი… მშვიდად განისვენე,” წერს რემო.