fbpx
ეკონომიკა

იჩქარეთ! ემიგრანტებს ფულადი დახმარების მისაღებად განაცხადის შევსება დღევანდელ დღემდე შეუძლიათ

საბერძნეთის მთავრობამ პირველ ეტაპზე ადგილობრივ მოსახლეობასა და ემიგრანტებზე სოციალური დახმარება 2018 წლის 28 დეკემბრამდე გასცა. ამ პერიოდში ფულადი დახმარება 196.099 ადამიანმა მიიღო, რაც საერთო ჯამში 92.610.125 ევროა.

თუმცა, მათ გარდა, დახმარების მიღება ვერ შეძლეს ადამიანებმა, რომელთაც ონლაინ პლატფორმაზე გარკვეული პრობლემები შეექმნათ. პრობლემები ძირითადად უკავშირდება საბანკო ანგარიშსა (IBAN) და ΑΦΜ-ის ნომერს.

სწორედ ამიტომ, ემიგრანტებს და ბერძნების იმ ნაწილს, რომელთაც თანხა ვერ მიიღეს, მეორე შანსი მიეცათ. მთავრობის ინფორმაციით, პლატფორმა www.koinonikomerisma.gr , სადაც განაცხადი უნდა შეავსოთ, 17 იანვარს კვლავ ამოქმედდა და ღია დღევანდელ დღემდე, 21 იანვრამდე იქნება.

დახმარების მისაღებად აღნიშნულ გვერდზე შეავსეთ თქვენი მონაცემები თანმიმდევრულად ან დახმარებისთვის მიმართეთ პირად ბუღალტერს.

 

onalem

ტესტ