fbpx
ემიგრაციული სიახლეები

კვირას რუსეთის საელჩოს წინ ქართველმა ემიგრანტებმა გამართეს აქცია “არა ოკუპაციას!”

კვირას ათენში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა რუსეთის საელჩოს წინ გამართეს აქცია “არა ოკუპაციას”. აღნიშნული პროტესტი უკავშირდება რუსი ჯარისკაცების შესვლას სოფელ ხურვალეთში და ზოგადად, ქვეყნის მხრიდან საქართველოში ამჟამად მიმდინარე მცოცავ ოკუპაციას.

“დგანან ავტომატებით, შეიარაღებულები, პირზე ნიღბები აქვთ გაკეთებული, ავტომატმომარჯვებულები ჭადრაკულად დგანან მთელი ეზოს პერიმეტრზე. თითქმის ყველგან, ყველა სტრატეგიულ წერტილზე დგანან. მოსახლეობასთან არიან უკვე, პატარა სოფლის ორღობე ყოფს, შორს არ არიან, შემოსულები არიან უკვე. მავთულხლართიდან ბევრად აქეთკენ წამოვიდნენ”, — ამბობს ადგილობრივი სატელეფონო საუბარში.

ქართველი ემიგრანტები რუსეთის საელჩოს წინ შეიკრიბნენ და ეცადნენ მაქსიმალურად მკაფიოდ დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი, ამასთანავე ოკუპანტი ქვეყნის ქმედებების შესახებ ხმა მიეწვდინათ ბერძნული საზოგადოებისთვისაც.

onalem

ტესტ