fbpx
საზოგადოებაჯანმრთელობა

ღორის გრიპი საბერძნეთში: “მომდევნო დღეებში თაროებზე 50.000 ვაქცინა იქნება”

ღორის გრიპის ბოლო მსხვერპლი საბერძნეთში 33 წლის მამაკაცია, რომელიც როდოსის საავადმყოფოში გუშინ გარდაიცვალა. გრიპის ეპიდემიის პიკის გამო ქვეყანაში ვაქცინებს ითხოვენ, თუმცა, როგორც ფარმაცევტთა გაერთიანების პრეზიდენტი აცხადებდა, დეფიციტი არ არსებობს, ვინაიდან ქვეყანა ვაქცინებით მხოლოდ ოქტომბერ-ნოემბერში მარაგდება. თუმცა, ახლა აფთიაქებში 50.000 ვაქცინას ელიან.

“მომდევნო 10 დღის მანძილზე ჩვენ გვეცოდინება შესუსტდა თუ არა ეპიდემია. თუმცა, შემცირების მიუხედავადაც, ჩვენ გვექნება საკმარისი რაოდენობის ვაქცინები. მალე 50.000 ვაქცინა იქნება აფთიაქების თაროებზე. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანმა თავი დაიზღვიოს. გარდაცვლილთა 85%-ს ვაქცინაცია არ ჰქონდა გაკეთებული, თუმცა, ამასთანავე არსებობს 10%, რომელთაც მიღებული ჰქონდათ ვაქცინა, თუმცა, ამან არ იმოქმედა და ისინი დაიხოცნენ.”

რაც შეეხება გუშინ გარდაცვლილ 33 წლის მამაკაცს, მას მაღალი სიცხეები 2-3 დღის მანძილზე აღენიშნებოდა და მხოლოდ ამის შემდეგ მიაკითხა საავადმყოფოს. თუმცა, მისი გადარჩენა გართულებული მდგომარეობის გამო ვერ მოხერხდა.

 

 

 

onalem

ტესტ