fbpx
საზოგადოება

გერმანიის ‘’მის ინტერნეტ 2018’’ ქართველი-ებრაელი, სოხუმელი თამარ მორალი გახდა

გერმანიის ‘მის ინტერნეტ 2018’ ქართველი-ებრაელი, სოხუმელი თამარ მორალი გახდა. 21 წლის მორალი ახლა “მის გერმანიის” ფინალისთვის იბრძოლებს, რომელიც 24 თებერვალს ევროპის პარკში გაიმართება და სადაც 10 ყველაზე ლამაზი გოგონა წარსდგება.

ქართველ-ებრაელს მოგების დიდი შანსები აქვს, წინასწარი შეფასებებით, ის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ კანდიდატად სახელდება, გამარჯვების შემთხვევაში გერმანიის ისტორიაში, ის პირველი ებრაელი იქნება, ვინც ეს ტიტული მოიპოვა. 21 წლის თამარი, საქართველოში, კერძოდ კი, სოხუმში დაიბადა და იზრდებოდა, ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გერმანიაში გადავიდა, შემდეგ კი ავსტრიაში.

ამჯერად თამარი თელ-ავივში ცხოვრობს და უნივერსიტეტში სწავლობს. როგორც მორალი, გერმანულ გამოცემებთან საუბარში აცხადებს, ის ამაყობს, რომ ქართველი-ებრაელა, და მისი დიდი სურვილია, მთელ გერმანიას ქართულ-ებრაული ტრადიცები, კულტურა და ისტორია გააცნოს და წარმოაჩინოს. მორალმა 2017 წელს ვენის მოდის კვირეულზე, Look Style კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა.

onalem

ტესტ