fbpx
საზოგადოება

გაზრდილი სიკვდილიანობა და სახიფათო ავტობუსები – რითი ვმგზავრობთ ათენში?!

მაშინ როცა ევროპული ქალაქები ძველ ავტობუსებს ცვლიან, ათენში მათი უმეტესობა სიცოცხლისთვის საშიშ და ძალიან ძველ ტრანსპორტს წარმოადგენს. რითი ვმგზავრობთ საბერძნეთის დედაქალაქში?!

ათენში სულ 2, 021 ავტობუსი დადის, რომელთაგან ახალი მხოლოდ 204-ია.

ავტობუსების საშუალო ასაკი 27 წელია. აქედან გამომდინარე, მათ აქვთ ძველი ტექნოლოგია, რის გამოც წარმოადგენენ საფრთხეს მოძრაობისას და პარალელურად, იზრდება სიკვდილიანობის მაჩვენებელი.

გარდა, ამისა აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდში რამდენიმე ავტობუსში ძრავაც კი აფეთქდა, თანაც არა ერთხელ.

სხვა ევროპული ქალაქები ცვლიან ავტობუსებს, რათა შეამცირონ გამონაბოლქვის რაოდენობა და ნაკლებად დაბინძურდეს გარემო.

რამდენიმე წლის წინ ავტობუსების გარკვეული ნაწილი ბუნებრივი აირის მოხმარებაზე გადავიდა, თუმცა, ძალისხმევის მიუხედავად ათენი კვლავ რჩება ერთ-ერთ ყველაზე დაბინძურებულ ქალაქად, რასაც მოძველებული ტექნოლოგიები იწვევს.

onalem

ტესტ