fbpx
საზოგადოება

გარდაიცვალა თემოს ანასტასიადისი

რედაქტორი, ტელეწამყვანი და გაზეთ “Proto Thema”-ს ჟურნალისტი, თანოს ანასტასიადისი 61 წლის ასაკში, ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემით გარდაიცვალა.

ანასტასიადისი 1958 წლის 6 იანვარს, ათენში დაიბადა.

არისტოტელეს უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ გაზეთებში პოლიტიკურ და ფინანსურ ჟურნალისტად მუშაობდა. მცირე ხნით იმუშავა ტელეკომპანია ERT-ზე. ის იყო Athens 9.84-ის გუნდის ერთ-ერთი პირველი წევრი.

ტელეკომპანია SKAI-ზე მას მიჰყავდა იუმორისტული გადაცემა Νοκ Άουτ, Μπίλιες.

ბოლო ორი წლის მანძილზე ანასტასიადისი სიმსივნეს ებრძოდა, რის გამოც შვეიცარიაში ცხოვრობდა. ბოლო ორი თვეში კი მისი მდგომარეობა დამძიმდა.

ის დაქორწინებული იყო ვასილიკი პანაიოტოპულოზე, რომელთანაც სამი შვილი ჰყავდა.

ის ბოლოს ტელეკომპანია ANT-ზე 2017 წელს ვიხილეთ:

onalem

ტესტ