fbpx
საზოგადოება

გარდაიცვალა ბერძენი მამაკაცი, რომელმაც ათობით ათასი მიგრანტის სიცოცხლე გადაარჩინა

კირიაკოს პაპადოპულო 44 წლის ასაკში გარდაიცვალა. ბევრმა არ იცის, მაგრამ ის იყო ადამიანი, მიტილინის საპატრულო ხომალდის მეთაური, რომელმაც აქამდე ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ის ასევე ცნობილი იყო, როგორც “ეგეოსის ზღვის გმირი.”

კირიაკოს პაპადოპულო გუშინ გულის შეტევით გარდაიცვალა. კაპიტანი მთელ საბერძნეთში იყო მაგალითი ბერძენი კაცისა, რომლისთვისაც ადამიანის სიცოცხლე, განურჩევლად ეროვნებისა და რასისა, ყველაზე მნიშვნელოვანი და ფასეული იყო.

2015-2016 წლებში, როდესაც საბერძნეთში ლტოლვილთა და მიგრანტთა კრისიზი ყველაზე კრიტიკულ ზღვარზე იყო, ის შველოდა ყველას, ვისაც მისი დახმარება სჭირდებოდა.

ის მთელი ცხოვრება ემსახურებოდა საკუთარ საქმეს, დიდი ენთუზიაზმითა და დაბალი ხელფასით. ის ჩვეულებრივი ადამიანი იყო ყოველდღიურ ცხოვრებაში, თუმცა, კრიტიკულ მომენტებში მიგრანტებისთვის, რომლებიც ლესვოსზე ჩაღწევას ცდილობდნენ და ზღვაში იხრჩობოდნენ, ნამდვილი გმირი ხდებოდა.

კირიაკოს პაპადოპულო 2 შვილის მამა იყო. როდესაც საბერძნეთის პრემიერი მიტილინზე ჩავიდა, ჰკითხა, თუ რამდენი ადამიანი ჰყავდა მას გადარჩენილი, პაპადოპულომ კი უპასუხა: “5 000-ზე მეტი.” თუმცა, იქვე მყოფმა ავსტრალიელმა კანცლერმა დასახელებული რიცხვი კარგად ვერ გაიგო და თქვა: “ხუთი სიცოცხლე ძალიან მნიშვნელოვანია.” მას მაშინვე ჩაუსწორეს, რომ საუბარი იყო 5, 000-ზე მეტ ადამიანზე, რომელიც ერთმა მამაკაცმა უანგაროდ იხსნა.

onalem

ტესტ