fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“განშორების შემდეგ, აღარ მინდოდა ვინმე შემყვარებოდა” – ვასო ლასკარაკი ელეონორა მელეტის შოუში

ელეონორა მელეტის შოუში, “Μετά τα μεσάνυχτα”, ვასო ლასკარაკიმ იანის ციმიცელისთან დაშორების და შემდეგ ლეფტერი სულტატოსთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. როგორც მსახიობი ამბობს, განშორების შემდეგ, სიყვარული აღარ სურდა და გადაწყვიტა, ცხოვრება შვილისთვის მიეძღვნა. მაგრამ ყველაფერი ასე არ წარიმართა…

“განქორწინების შემდეგ აღარ მინდოდა კვლავ შემყვარებოდა. გადავწყვიტე, რომ ჩემი თავი შვილისთვის მიმეღძვნა. თუმცა, ეს ძალიან მოულოდნელად და სწრაფად მოხდა. ამის დაჯერება არ მინდოდა. ერთმანეთს ორწელიწადნახევრის წინ, კრეტაზე, საერთო მეგობრების წრეში შევხვდით, ერთი წლის შემდეგ მეორედ ვნახე. არ მქონია სურვილი შემყვარებოდა, მაგრამ ყველაფერი თავისით მოხდა. არ მადარდებს ვინ რას იტყვის, ჩემთვის მთავარია ვიყო ბედნიერი და მართალი ჩემს პარტნიორთან,” ამბობს ლასკარაკი.

onalem

ტესტ