fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

განსაკუთრებული საშობაო განწყობა ათენის ცენტრში

საბერძნეთის დედაქალაქში შობისთვის განწყობა უკვე ოფიციალურად შეიქმნა. ამაზე კი ათენის მერმა იზრუნა და გიორგოს კამინისმა 12 დეკემბერს საღამოს 7 საათზე ულამაზესი ნაძვის ხე გაანათა.

საშობაო ნაძვის ხე, რომელიც სინდაღმის მოედანზე დგას, 16 მეტრია და მას 4, 000 ნათურა ამშვენებს.

“შობა-ახალი წელი მხიარულების, იმედების და ოპტიმიზმის დღეებია,” განაცხადა კამინისმა ღონისძიებაზე.

ათენის მუნიციპალიტეტი სადღესასწაულო დღეებში ქალაქის სხვადასხვა ნაწილში დიდსა და პატარას სხვადასხვა ღონისძიებას სთავაზობს.

იხილეთ პროგრამა: http://online.fliphtml5.com/mmes/mexh/#p=36


onalem

ტესტ