fbpx
საზოგადოება

განგაში ათენის საერთაშორისო აეროპორტში: თვითმფრინავში საეჭვო სითხე შენიშნეს

ათენის საერთაშორისო აეროპორტში განგაში მას შემდეგ ატყდა, რაც თვითმფრინავში, რომელიც კიევისკენ უნდა გაფრენილიყო, საეჭვო ნივთიერება შენიშნეს. როგორც ყველასთვის ცნობილია, ბორტზე სითხის ატანა აკრძალულია, სწორედ ამიტომ, დაუყოვნებლივ საგანგებო მდგომარეობა შეიქმნა.

ადგილზე მობილიზდა სპეციალური სამსახური ტექნიკური დათვალიერებისთვის, რის შედეგადაც სითხის გარდა ბორტზე სხვა ვერაფერი იპოვეს. თავად სითხით სავსე ბოთლი კი ქიმიურ ექსპერტიზაზე გადააგზავნეს, რათა მისი შემადგენლობა დადგენილიყო.

აღსანიშნავია, რომ მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით რეისი ერთი დღით გადაიდო. 10-მდე მგზავრი იძულებული გახდა ღამე სასტუმროში გაეთია.

უკრაინული ავია კომპანიის მიერ გაკეთებული განცხადების მიხედვით, ნაპოვნ სითხეში განსაკუთრებით სახიფათო ვერაფერი იპოვეს.

onalem

ტესტ