fbpx
განათლება

განათლების სამინისტრომ სკოლის საათებთან დაკავშირებით ცვლილებები მოამზადა

განათლების მინისტრმა კოსტას გავროღლუმ, ტელევიზია ERT-თან, მთავრობის მიერ მომზადებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც განათლების სისტემაში განხორციელდება, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ერთ-ერთი თვალსაზრისით უნდა მოხდეს გარკვეული ცვლილებები სკოლის საათებში.

ბატონმა გავროღლუმ აღნიშნა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუკი გადაწყვეტილებას მიიღებენ, შეუძლებელი იქნება მისი განხორციელება მომდევნო სექტემბრიდანვე. მისი თქმით, იდეას ექნება საგანმანათლებლო და სოციალური დატვირთვა.

განათლების მინისტრმა ხაზი გაუსვა: “ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც ჩვენ შევისწავლით, არის ის, რომ სწავლა უკეთესია დაიწყოს 09:00 საათზე, ვიდრე 08:15 საათზე. ჩვენ არ შეგვიძლია ამ ყველაფრის შეცვლა მომდევნო სასწავლო წელს. ეს უბრალოდ მოსაზრებაა და აბსოლუტურად რეალისტურია.

მოსწავლეები ერთ საათით გვიან მორჩებიან სკოლას. მშობლებს, რომლებიც მუშაობენ, შეეძლებათ შვილების დატოვება 7:30 საათიდან.”

განათლების მინისტრმა, განათლებისა და უმაღლესი განათლების კანონში ცვლილებების შესახებ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ცვლილებების მთავარი მიზანი იქნება განათლების სისტემაში მესამე უმაღლესი საფეხურის აღდგენა და აღნიშნა, რომ დეტალური ინფორმაცია ცვლილებების შესახებ 15 აგვისტოს შემდეგ გავრცელდება.

onalem

ტესტ