fbpx
კრიმინალისაბერძნეთისაზოგადოება

ფსიქიატრის მკვლელობის მცდელობისთვის მისი ყოფილი მეუღლე დააპატიმრეს

როგორც ცნობილია, ორი დღის წინ კრეტაზე, ირაკლიოში, ერთ-ერთი ცნობილი ფსიქიატრის მოკვლა სცადეს. მის მანქანას ცეცხლი ორჯერ გაუხსნეს, თუმცა, მამაკაცი გადარჩა.

პარასკევს კი მის ჩვენებებზე დაყრდნობით პოლიციამ მისი ყოფილი მეუღლე დააკავა, რომელიც ფსიქიატრის განცხადებით, ამ ყველაფრის ორგანიზატორი იყო. ქალიც ასევე ამ სფეროში მომუშავე ექიმია.

ფსიქიატრი დიმიტრის სტრიბაკო ამბობს, რომ მისმა ყოფილმა მეუღლემ მის დას უთხრა, რომ ის უნდა მოეკლა.

“მათ ჩემი მოკვლა უნდოდათ. შემიძლია დავასახელო ერთი ადამიანის სახელი ჩემი პირადი სივრციდან, რომლისგანაც მუდმივად ვიღებდი მუქარებს.”

მამაკაცს თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც თავის ოფისს ტოვებდა.

“როდესაც ჩემი ოფისი დავტოვე, მესროლეს. თავდაპირველად  მეგონა, რომ ტყვიები თავში მომხვდა, რადგან ვგრძნობდი, რომ სისხლი მომდიოდა. როგორც შემეძლო, თავის დაცვა ვცადე, შემდეგ კი აფთიაქში შევედი და დახმარება ვითხოვე. ვერ მოვასწარი კარგად დამენახა იყო თუ არა მათ შოის ის, ვინც ადრეც მემუქრებოდა, თუმცა, აშკარაა, რომ მათ მესროლეს და ჩემი მოკვლა უნდოდათ.”

 

onalem

ტესტ