fbpx
ემიგრაციული სიახლეები

ექსკლუზივი ვენიდან ქართველებს აძევებენ + ვიდეო

ხვალ, ავსტრიის დროით 9 საათზე, 11 ქართველს, რომელსაც ლტოლვილის სტატუსზე უარი ეთქვა, ვენიდან, სპეც-რეისით გამოუშვებენ. დეპორტირებულთა შორის ერთი ბავშვია.

ავსტრიაში მცოხვრები, ლტოლვილის სტატუსის მაძიებელი ქართველები, პოლიციამ საცხოვრებელი სახლებიდან გუშინ გამთენიისას აიყვანა და მათ სადეპორტაციო განყოფილებაში 48 საათი გაატარებინა.

როგორც ავსტრიის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის იურიდიული სამსახურის უფროსმა, ირმა ცირამუამ ვიზაჯორჯიასთან საუბარში განაცხადა, საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაშია შესული, რის გამოც ავსტრია ქართველების ლტოლვილად ჩაბარებაზე ფაქტობრივად უარს ამბობს.

ავსტრიის საემიგრაციო სამსახური მოქალაქეებს სამშობლოში სავიზო რეჟიმის დარღვევის ბრალდებით უშვებს. მარტის თვეში, ვენიდან კიდევ ორი სპეც-რეისია დაგეგმილი.

შვეიცარიაში, თავშესაფრის მოთხოვნით, სირიისა და ერითრიის შემდეგ საქარველო მესამე ადგილზეა.