fbpx
საზოგადოება

ექსკლუზიური ვიდეო: ნახეთ, როგორ ჩამოინგრა ათენის ცენტრში ძველი სახლი

ათენის ცენტრალურ უბანში მომხდარი შემთხვევა კამერებმა დააფიქსირა. როგორც უკვ ცნობილია, ჩამოინგრა ძველი სახლი, რომელმაც ქვეშ მანქანები მოიყოლა. ინციდენტმა სეისმოლოგებიც აალაპარაკა და მთავრობას ზომების მიღებას სთხოვენ, რადგან მსგავსი ძველი შენობა ათენში კიდევ ბევრია და ნებისმიერ წუთს შეიძლება იგივე განმეორდეს.

შეგახსენებთ, რომ სახლის ჩამონგრევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, მანქანებიდან, რომლებიც ნანგრევებში მოჰყვნენ, ერთი სრულიად განადგურდა.

მოსახლეობას, რომელიც მიმდებარედ ცხოვრობს, ნგრევის ხმაზე ეგონა, რომ ბომბი აფეთქდა და გარბოდნენ, რათა თავი გადაერჩინათ.

ვრცელდება ექსკლუზიური ვიდეო, რომელზეც სწორედ ჩამონგრევის წუთებია ასახული:

onalem

ტესტ