fbpx
საბერძნეთი

ესტუმრეთ ბერძნულ კუნძულებს, რომლებზეც მხოლოდ 5 ადამიანი ცხოვრობს!

როგორ მოგეწონებოდათ, გეცხოვრათ თქვენს საკუთარ კუნძულზე? მხოლოდ ისიც კი, რომ იცხოვროთ იზოლირებულ ადგილას, ძალიან კარგად ჟღერს. შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ საბერძნეთში არსებობს კუნძულები, რომელთა მოსახლეობა 5 ადამიანიდან მაქსიმუმ 200-მდე აღწევს. მოდით, გადავხედოთ კუნძულებს, რომლებზეც ძალიან ცოტა ხალხი ცხოვრობს და გადაადგილებისთვის ვირიც კი საკმარისია.

მარათი

ამ კუნძულს მხოლოდ 5 მოსახლე ჰყავს. ისინი ემილიანოს ოჯახის სახელით არიან ცნობილი და აქ 1977 წლიდან ცხოვრობენ. აშენებული აქვთ პატარა სასტუმრო, რომელსაც ზაფხულობით რამდენიმე ტურისტი სტუმრობს.

ირაკლია

ირაკლიას მოსახლეობა 141 ადამიანს უდრის. კუნძული ნაქსოსსა და იოსს შორის არის მოთავსებული. აქ კიკლადების კუნძულებს შორის ყველაზე დიდი ქვაბულებია, რომლებიც უმდიდრეს ისტორიას ატარებს. აღმოჩენილია გამოსახულებები კლდეებზე, რომლებიც 5,000 წლის წინანდელია. ირაკლიამდე მისვლა შესაძლებელია გემით ფაროსიდან და ნაქსოსიდან.

დონუსა

დონუსაზე მხოლოდ 167 ადამიანი ცხოვრობს. ის ნაქსოსსა და ამორგოსს შორის მდებარეობს და კიკლადების ყველაზე პატარა კუნძულია. თუ დონუსას ესტუმრებით, თქვენ ვერ ნახავთ ტრანსპორტს, რადგან აქ ყველა ფეხით გადაადგილდება და ყველა ქუჩისა თუ სანაპიროს მონახულება ფეხით შეგიძლიათ.

აგათონისი

აგათონისი დოდეკანესის ჩრდილოეთ წერტილში მდებარეობს. აქ მხოლოდ 80 ადამიანი ცხოვრობს, რომელთაგან უმეტესობა ფერმერები და მეცხვარეები არიან. აგათონისზე ტურისტები მოდიან რათა ესტუმრონ ულამაზეს სანაპიროებს და დაათვალიერონ კუნძულის ორი სოფელი, რომელთაც ეწოდებათ ”Megálo Chorió” (დიდი სოფელი) და ”Mikró Chorió” (პატარა სოფელი).

onalem

ტესტ