fbpx
საზოგადოება

ემიგრანტი დედებისა და შვილებისთვის – უფასო ცენტრი ვიქტორიის მოედანზე

ათენის გულში ამ ცენტრის არსებობის შესახებ არც თუ ისე ბევრმა ადამიანმა იცის. თუმცა, აქ მისვლა ნებისმიერ ემიგრანტს შეუძლია, რომელსაც ჰყავს ახალშობილი და არ აქვს საკმარისი თანხა და შესაძლებლობა საჭიროებისამებრ გამოკვებოს და შესაბამისი პირობები შეუქმნას მას.

ფერები, საკვები, სათამაშოები, სიმყუდროვე და ყველაფერი, რაც ბავშვებს და მათ რთულ მდგომარეობაში მყოფ დედებს სჭირდებათ. ცენტრი არის ქალებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში სრულიად მარტონი აღმოჩნდნენ.

ეს არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება ლტოლვილ დედებს თავიანთი ჩვილების და შედარებით მოზრდილი ბავშვების მოვლაში. გარდა ამისა, საკვებს აძლევს ქალებს, რომლებიც ფეხმძიმედ არიან.

“მათ უნდათ, რომ იყვნენ უსაფრთხოდ. ისაუბრონ თავიანთ ენაზე,” ამბობს “καρδιά της Αθήνας”-ს წარმომადგენელი.

ცენტრი დაახლოებით 300 ქალს იღებს ყოველ თვე, 41 სხვადასხვა ქვეყნიდან. ისინი ძირითადად ავღანეთიდან, სირიიდან და აფრიკული ქვეყნებიდან არიან.

onalem

ტესტ