fbpx
საზოგადოება

ელენი მენეღაკის 16 წლის შვილი სახლიდან “გაექცა”

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ელენი მენეღაკის კარიერა და პროფესიული წარმატება საკმაოდ მაღალ საფეხურზეა, მაგრამ ის პირად ცხოვრებაში, საკუთარი 16 წლის ვაჟის გამო უამრავ სირთულეებს აწყდება.

როგორც ცნობილია, მენეღაკის შვილმა,ანგელოს ლაციოსმა, მელისიაში მდებარე სახლი დაუკითხავად დატოვა, რის გამოც ცნობილი ტელეწამყვანი ძალიან შეშინებული იყო.

ბიჭის მისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ რაღაც ცვლილება უნდოდა, მაგრამ სიმართლე სულ სხვა რამეში იმალება. 16 წლის მოზარდი ძალიან განიცდის მშობლების დაშორებას და მიუხედავად იმისა, რომ მენეღაკის მეორე მეუღლესთან, მაკის პანძოპულოსთან მას არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვს, მისთვის მამა მაინც შეუცვლელია.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიჭი რამდენიმე დღეა რაც მამასთან, ეკალიში ცხოვრობს. ამის შესახებ კი მენეღაკიმ სწორედ იანის ლაციოსისგან შეიტყო. ყოფილმა მეუღლემ მას დაურეკა და უთხრა, რომ ბიჭი მასთანაა.

onalem

ტესტ