ეგალეო: უცხოელი მამაკაცი საკუთარმა ოთახის მეზობელმა მოკლა
ეგალეოში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ სულ ახლახანს გახდა ცნობილი. ავღანელმა მამაკაცმა მეორე მამაკაცი, რომელთან ერთადაც ოთახს იყოფდა, დანის 5-ჯერ ჩარტყმით მოკლა.
ბინა, სადაც ინციდენტი მოხდა, ჰეროდოტუს N4-ში მდებარეობს.
გარდაცვლილს ხუთი ჭრილობა აქვს მიყენებული გულმკერდის არეში, რამაც მისი მომენტალური გარდაცვალება გამოიწვია.
ცნობილია, რომ დამნაშავე დაკავებულია, ხოლო მკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება.
ვრცელდება შოკისმომგვრელი ფოტოც შემთხვევის ადგილიდან: