fbpx
კრიმინალი

ძარცვა ცნობილი ბერძენი იუველირის სახლში: “იარაღი თავზე მიადეს და უთხრეს, რომ შიგნით შესულიყვნენ”

შეიარაღებული ძარცვა ნეა მაკრიში გუშინ, დაახლოებით 22:05 წუთზე მოხდა. მამაკაცი, რომლის სახლიც დააყაჩაღეს, ცნობილი იუველირია. დამნაშავეებს, როგორც ჩანს, ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ. ის, თუ რა მოხდა მის სახლში, თავად ალექსის მარათიანაკისი ჰყვება.

სამი მძარცველი მთავარი კარიდან შევიდა, რომელიც დაუცველია. მათ იარაღის მუქარით მოახერხეს მისი შვილისა და ცოლის გაჩუმება, რომლებიც იმ დროს იქ იმყოფებოდნენ. შემდეგ სახლში შევიდნენ და ფულისა და ოქროს ძებნა დაიწყეს… ამასთან ერთად აიღეს ღვინოც, რომელიც სახლში ინახებოდა.

მათ წაიღეს საათები, გაურკვეველი რაოდენობის თანხა და წაიყვანეს მამაკაცის მანქანა, რომელიც პოლიციამ მოგვიანებით დიონისოში დამწვარი იპოვა.

სახლში გადმოყრილია ყველაფერი, რის ქვეშაც კი შეიძლებოდა თანხა ყოფილიყო დამალული. მონგრეულია სახლის დეკორაციებიც, სადაც ფიქრობდნენ, რომ იუველირი რაიმე ძვირფასს შეინახავდა.

როგორც კი მათ სახლი დატოვეს, 47 წლის ქალი ქმარს დაუკავშირდა. 11 წლის ბიჭი შოკურ მდგომარეობაშია და დეტალურად აღწერს იმ კოშმარს, რომელიც მძარცველების სახლში ყოფნის მომენტში გამოიარეს.

onalem

ტესტ