fbpx
ემიგრაციული სიახლეები

დოლარის ღირებულება 2.45 გახდა, ევროს კურსი კი ისტორიულ მაქსიმუმს მიუახლოვდა

4 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა დოლართან და ევროსთან მიმართულებით გაუფასურდა.

ახალი კურსით ერთი ევროს ღირებულება 2.91 ლარამდე გაიზარდა. ეს 2017 წლის 7 იანვარს დაფიქსირებულ ევროს ღირებულების ისტორიულ მაქსიმუმთან შედარებით მხოლოდ ორი თეთრით ნაკლებია.

დოლარის ღირებულება კი 2.45 გახდა, რაც აქამდე მოქმედ კურსთან შედარებით 1.1 თეთრით მეტია.

ლარი ევროსთან მიმართებით აპრილის შემდეგ უფასურდება. დოლართან მიმართებით კი დაახლოებით 4 თვის განმავლობაში 2.38-2.41-ის ფარგლებში ინარჩუნებდა სტაბილურობას, თუმცა ახლა დოლართანაც გაუფასურების ტრენდი შეინიშნება.