fbpx
საბერძნეთი

დიმიტრა მაცუკამ ავტოავარიის შემდეგ მიმალვა სცადა: 500 ევროიანი ჯარიმა და ჩამორთმეული მართვის მოწმობა

გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი ბერძენი მსახიობი, დიმიტრა მაცუკა, გასულ პარასკევს ავტოავარიაში მოჰყვა.

Espresso-ს მიხედვით, ავარია მაცუკას მიზეზით მოხდა. ის ნეოს კოსმოს ტერიტორიაზე მეორე მანქანას დაეჯახა, სადაც მცირეწლოვანი ბავშვიც იჯდა.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ შეჯახების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ არავინ დაშავებულა, მაცუკამ მანქანით გაქცევა სცადა. თუმცა, სხვა მანქანებმა შეუშალეს ხელი.

რადგანაც მან მანქანით გადაადგილება ვერ შეძლო, გადმოვიდა და ფეხით წავიდა, რათა არავის შეენიშნა. მსახიობი კვლავ შეაჩერეს.

რამდენიმე წუთში ადგილზე საგზაო პოლიცია მივიდა და აღმოჩნდა, რომ მისი მანქანა დაზღვეული არ იყო.
მსახიობი 500 ევროთი დააჯარიმეს და მართვის მოწმობა ჩამოართვეს.

onalem

ტესტ