fbpx
პოლიტიკა

დღის მთავარი ამბავი: მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან პოლონეთში დაადეპორტეს

კიევში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დააკავეს.

ამის შესახებ პოლიტიკოსის პრეს მდივანმა დარინა ჩიჟმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი რესტორან “სულგუნში” სადილის დროს აიყვანეს.

ადვოკატის რუსლან ჩერნოლუცკის თქმით, სააკაშვილი დეპორტაციის მიზნით დააკავეს. “ეს მეტყველებს იმაზე, რომ მთავრობას ქვეყნიდან მისი უკანონოდ დეპორტირება სურს. გვაქვს ორი ავტობუსის ფოტო, რომლებიც იმ რესტორანთან მოვიდნენ, სადაც სააკაშვილი იმყოფებოდა. ყველაფერი ეს ქვეყნიდან სააკაშვილის უკანონო დეპორტირების სურვილზე მეტყველებს”, – განაცხადა ჩერნოლუცკიმ.

მისი თქმით, უცნობია კონკრეტულად ვინ გაიტაცა სააკაშვილი, ვინაიდან ამ ადამიანებს საბუთები არ წარუდგენიათ. “ახლა მთავარია იმის გარკვევა, თუ ვინ გაიტაცა სააკაშვილი და რის საფუძველზე მოხდა ეს”, – დაამატა ჩერნოლუცკიმ.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ