fbpx
პოლიტიკა

დღეს საღამოს მაკედონიასთან დაკავშირებით აქციები 23 ქალაქში გაიმართება

აქციას ცენტრალური შეკრების ხასიათი ექნება პელაში.

დღეს საღამოს, 19:30 საათზე 23 ქალაქში ტარდება აქციები, მაკედონიის ბერძნულ წარმომავლობასთან დაკავშირებით.

კერძოდ, აქციები ჩატარდება შემდეგ ქალაქებში: პელა( Πέλλα), ედესა(Έδεσσα), კავალა(Καβάλα), დრამა(Δράμα), სერესი (Σέρρες), კილკის (Κιλκίς), პოლიკასტრო (Πολύκαστρο), ლანგადა (Λαγκαδά), ნეა მუდანია (Νέα Μουδανιά), ფლორინა (Φλώρινα), კასტორია (Καστοριά), კოზანი (Κοζάνη), პტოლემაიდა (Πτολεμαΐδα), კატერინი (Κατερίνη), ვერია (Βέροια), სიატისტა მაკედონიაში (Σιάτιστα στη Μακεδονία), ლარისა (Λάρισα), თივა (Θήβα), იოანინა (Ιωάννινα), როდო (Ρόδο), ხანია (Χανιά), კერკირა (Κέρκυρα) და ხალკიდა (Χαλκίδα).

ორგანიზაციულ საკითხებს აგვარებს “მაკედონიის ბერძნული წარმომავლობის კომისია”,რომელიც აკეთებს განაცხადს და მოუწოდებს მოქალაქეებს, დაესწრონ ბერძნული დროშებით დაესწრონ, ყველანაირი პარტიული სიმბოლიკის გარეშე.

ცენტრალური შეკრების ხასიათი ექნება აქციას პელაში (Πέλλα), სიმბოლურად, იქიდან გამომდინარე, რომ ეს სწორედ ალექსანდრე მაკედონელის დაბადების ადგილია.

ერთ-ერთი პარტიის ხელმძღვანელმა განაცხადა,რომ სიტყვით გამოვა ედესაში(Έδεσσα).

“ვაღიარებთ, ნებისმიერი ადამიანის წმინდა უფლებას, რომ იმოქმედოს, გამოხატოს განსხვავებული აზრი მთავრობის ან ნებისმიერი სხვა პარტიის მიმართ. მაგრამ ამის შემდეგ, არსებობს ეროვნული ხაზი, რომელსაც ჩვენ ვემსახურებით”– განაცხადა მთავრობის წარმომადგენელმა, დიმიტრის ძანაკოპულოსმა.

კომისია აცხადებს: “დიდი დღე თენდება. ბერძნული სულით გაიჟღენთება მაკედონიის მოედნები. ბერძნები კიდევ ერთხელ გაიბრძოლებენ მაკედონიის ბერხნული წარმომავლობის დასამტკიცებლად.
შენ ხარ ის, ვინც წინ აღუდგება მაკედონიის გაყიდვას. შენ ხარ ის, ვინც ძლიერად დაიძახებს, ჩვენი მაკედონიის წმინდა სახელი არის ჩვენი სამშობლოს განსაკუთრებულობის ნიშანი, რათა შეძლო ამაყად იარო, გმირი წინაპრების სისხლით მორწყულ მაკედონიურ მიწაზე.

გექნება შანსი ძლიერი მესიჯი გაუგზავნო მათ, ვინც გადაწყვიტა მაკედონიის გაყიდვა. გადი მოედანზე და გამოხატე შენი უკმაყოფილება მშვიდობიანად, იმ უწმინდური ქმედებების მიმართ, რომლებიც შეურაცხყოფენ შენს იდეალებს.

ახლა დროა გააგებინო, რომ ჩვენი ერის ფასეულობები არ იყიდება.  

შენი გამოჩენა შენივე ქალაქის მოედანზე, იქნება საუკეთესო პასუხი ანტიბერძნულ მოქმედებებზე.

სულიერად არ დაეცე. მიიღე მონაწილეობა, ბრძოლის წინა ხაზზე.

იქ, შენს გვერდით იქნება მაკედონიური ბრძოლის სიმბოლო-პავლოს მელასი(Παύλος Μελάς).”

onalem

ტესტ