fbpx
საზოგადოება

“დღეს ათენში აფრიკულ მტვერს უფრთხილდით!” – ეროვნული ობსერვატორია

ათენის ეროვნული ობსერვატორია მოსახლეობისთვის გაფრთხილებას ავრცელებს. ექსპერტების ინფორმაციით, ათენში დღეს აფრიკული მტვერის დიდი ინტენსივობა იქნება.

ჰაერში მტვერი დილიდანვე შესამჩნევია, პარალელურად ტემპერატურა სეზონის ფონზე საკმაოდ მაღალია.

ობსერვატორიის ხელმძღვანელობა ათენისა და თესალონიკის მოსახლეობას ურჩევს დაიცვან თვალები და პირის ღრუ, მოერიდონ გარეთ გასვლას თუკი ისინი მგრძნობიარენი არიან აღნიშნული მიმართ. მტვერი იწვევს ხველასა და თვალის გაღიზიანებას, ცრემლიანობასა და ქავილს.

რაც შეეხება ამინდს, მოღრუბლულობა და პერიოდული წვიმები მოსალოდნელია მაკედონიაში, თესალიაში, ცენტრალურ და აღმოსავლეთ სტერეაში, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ პელოპონისოში, ევიასა და იონიის ზღვის კუნძულებზე.

ატიკაში ასევე მოსალოდნელია მოღრუბლულობა და წვიმა შუადღის შემდეგ. ტემპერატურა ათენის ცენტრში 12-დან 17 გრადუსამდე იმერყევებს.

თესალონიკში მცირე მოღრუბლულობაა ნავარაუდევი, ტემპერატურა 8-დან 15 გრადუსამდე იმერყევებს.

onalem

ტესტ