დღეიდან ყველაზე დაბალი ფასები საბერძნეთში – ფასდაკლებების პრემიერა!

საბერძნეთში დიდი ფასდაკლებები დღეიდან დაიწყო და მაღაზიები სპეციალური გრაფიკით მუშაობას გეგმავენ.

კერძოდ, საბერძნეთში ზამთრის სეზონის ფასდაკლებები 14 იანვრიდან იწყება და 28 თებერვლამდე გასტანს. ათენის სავაჭრო ასოციაცია ამ პერიოდზე განსაკუთრებულ იმედებს ამყარებს. ვარაუდობენ, რომ შემოსავალი დიდი იქნება.

მათი განმარტებით, მაღაზიებს, როგორც ყოველთვის, ახლაც მოეთხოვებათ, რომ ახალ ფასთან ერთად ძველიც მიუთითონ. მომხმარებლისთვის გასაგები უნდა იყოს, თუ რამდენით ნაკლებს იხდის კონკრეტულ პროდუქტში.

მომხმარებლებს მაღაზიების სტუმრობა 20 იანვარს, კვირა დღესაც შეუძლიათ, რადგან ფასდაკლებების პერიოდში ისინი 11:00 საათიდან 18:00 საათამდე იმუშავებენ.

რაც შეეხება ორშაბათს, 21 იანვარს, ასოციაცია აცხადებს, რომ სავაჭრო დაწესებულებებს შეუძლიათ მუშაობა დაიწყონ შუადღის საათებში და არა დილის, 09:00 საათზე.

melano

ტესტ