fbpx
საზოგადოება

სიცივეს, რომელიც საბერძნეთს ელის, შესაძლოა ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდეს!

“პოლარული ექსპრესი” ასე ახასიათებენ სინოპტიკოსები ამინდს, რომელიც საბერძნეთში ხუთშაბათიდან გველის. კალიანოსი იტყობინება, რომ ქვეყნის მასშტაბით ცივი ჰაერის მასების შემოჭრის პროცესი იწყება.

იმას, რასაც ცენტრალური და ჩრდილოეთ საბერძნეთის მაცხოვრებლები გამოსცდიან, თითქმის ისტორიული სახე ექნება. დასავლეთ მაკედონიაში თერმომეტრზე -17 გრადუსი დაფიქსირდება.

ხუთშაბათს ცენტრალურ და ჩრდილოეთ საბერძნეთში ამინდი დილიდან გაუარესდება. ცივი ჰაერის მასები ქვეყანაში ჩრდილოეთიდან შემოიჭრებიან.

ტემპერატურა საგრძნობლად დაიკლებს და მთიან რეგიონებში ითოვებს გადაუღებლად.

თერმომეტრზე ტემპერატურა 0-საც კი ჩამოსცდება. განსაკუთრებით სიცივე იქნება დასალვეთ მაკედონიაში, დაფიქსირდება -17 გრადუსი.

თესალონიკში ითოვებს ზღვის დონიდან 300 მეტრზეც კი. ასევე ატიკაში, ითოვებს არა მხოლოდ მთიან რეგიონებში, არამედ დაბლობზეც.

ყურადღების გამოჩენისკენ გამოუწოდებენ მძღოლებს.

სინოპტიკოსთა ვარაუდით, ყინვა 9-10 იანვრამდე გასტანს.

 

onalem

ტესტ