fbpx
საზოგადოება

დღეიდან: მეტი კონტროლიორი ათენის ტროლეიბუსებსა და ავტობუსებში

როგორც უკვე ცნობილია, დღეიდან ნელნელა ამოქმედდება ცვლილება, რომელიც გულისხმობს ათენში მოძრავ ავტობუსებსა და ტროლეიბუსებში ასასვლელად მგზავრთა მიერ მხოლოდ წინა კარის გამოყენებას, ხოლო ჩასასვლელად უკანა კარის. ტრანსპორტის ყველა კარი ამსვლელთათვის ღიაა, მაგრამ მოსახლეობას აღნიშნულთან შეგუება სამომავლოდ მოუწევს.

თუმცა, ეს ყველაფერი არ არის.

გავრცელებული ინფორმაციით, პიკის საათებში საჯარო ტრანსპორტში ბილეთებს მეტი კონტროლიორი შეამოწმებს. ΟΣΥ-ის 65 თანამშრომელი სრულ მზადყოფნაშია ავტობუსებსა და ტროლეიბუსებში გასანაწილებლად.

გარდა ამისა, სპეციალური ბრძანების საფუძველზე, გადამზადდება კიდევ 166 ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ავტობუსებსა და ტროლეიბუსებს 8%-ით მეტი ადამიანი იყენებს, რადგან მეტროებში ბარიერები დაიხურა.

დღეიდან მოსახლეობამ მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინოს, ვინაიდან უბილეთობის შემთხვევაში დიდი შანსია კონტროლიორს წააწყდეთ.

 

onalem

ტესტ