fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

“დაუჯერებელია, რომ გადარჩნენ” – ბერძენი ქალი, ორ შვილთან ერთად, 100 მეტრიდან გადავარდა

გავრცელებული ინფორმაციით, ბერძენი ქალი, რომელიც ორ შვილთან ერთად, საკუთარი მანქანით მიდიოდა, კლდიდან გადავარდა, რომელიც 80-100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. როგორც ექსპერტები ამბობენ, ფაქტი, რომ სამივე მათგანი გადარჩა, ნამდვილი სასწაულია. ბავშვები 10 და 11 წლისები არიან.

სახანძრო სამსახურის უფროსი აცხადებს, რომ შემთხვევა გუშინ შუადღეს კრეტაზე, კერძოდ, რეთიმნოში მოხდა. მანქანა 100 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და სამივე მათგანი მხოლოდ იმიტომ გადარჩა, რომ ისინი გარეთ გადმოვარდნენ. მანქანაში დარჩენის შემთხვევაში გადარჩენის შანსი 0 იქნებოდა, თუმცა, ნიკოს ლაგუდაკისი მაინც დაუჯერებლად აღიქვამს, რომ დედა და შვილები არ დაიღუპნენ. ავარია განსაკუთრებით მძიმეა.

არსებული ინფორმაციით, მათი ამოყვანის პროცესში 16 მაშველი მონაწილეობდა, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ცნობილია, რომ ბავშვების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო მათი დედის მდგომარეობა კრიტიკულია.

onalem

ტესტ