fbpx
საზოგადოება

დაუჯერებელი შემთხვევა კრეტაზე: მღვდელმა პოლიციელები სცემა

დაუჯერებელი შემთხვევა გუშინ, ირაკლიოში მოხდა. ერთ-ერთმა მღვდელმა შენიშვნა ვერ აიტანა და პოლიციის ოფიცრებს პირდაპირ ქუჩაში ცემა დაუწყო.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიციის ოფიცრები მღვდელს მას შემდეგ წამოეწივნენ, რაც მანქანების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით სვლა დაიწყო.

მღვდელმა უარი განაცხადა ალკოტესტის ჩატარებაზეც და განყოფილებაში წასვლაზეც, საბოლოოდ კი, განაცხადა, რომ მის წასაყვანად მისი ქალიშვილი მივიდოდა.

იმ დროს, როცა ოფიცრები მის მიერ საგზაო წესების დარღვევაზე ესაუბრებოდნენ, ის მანქანიდან გადმოვიდა და პოლიციის ოფიცრებს ცემა დაუწყო.

ფაქტი იყო, რომ სასულიერო პირი საკუთარი ანაფორის ბოროტად გამოყენებას ცდილობდა და ეგონა, რომ ეს ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევდა.

onalem

ტესტ