fbpx
საზოგადოება

დაუჯრებელი შემთხვევა: ბერძენმა მამაკაცმა ქალს ცრუ საქორწინო ცერემონია მოუწყო

ეს ყველაფერი, ერთი შეხედვით, სერიალის სიუჟეტს ჰგავს, თუმცა, ეს ნამდვილი და თანაც ბერძნული ამბავია. საქმე ეხება წყვილს, რომელიც ცრუ ქორწინებაში იმყოფებოდა, თუმცა, ამის შესახებ მხოლოდ ცოლმა არ იცოდა, რადგანაც მამაკაცს სინამდვილეში უკვე ჰყავდა სხვა ცოლი და ორი შვილი.

როგორც აღმოჩნდა, ქორწინება 2014 წელს ხალკიდაში შედგა. ბერძენმა ექიმმა ქალი სწორედ იქ წაიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ათენში ცხოვრობდნენ. ამით უნდოდა, თავი აერიდებინა თავისი მეგობრების ცერემონიაზე დასწრებისთვის.

მამაკაცმა ყველაფერი კარგად მოაწყო. მომავალი მეუღლე, რომელიც მისი საყვარელი იყო, ხალკიდაში წაიყვანა, შეარჩია ცრუ მეჯვარეებიც და თანამშრომლებსაც შეუთანხმდა, რომ ქორწინების მოწმობა სინამდვილეში არ გაფორმებულიყო.

ყველაფერი მას შემდეგ გაირკვა, რაც ახლახანს, ისინი დაშორდნენ და ქალი განქორწინებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მისაღებად ხალკიდაში ჩავიდა. მას უთხრეს, რომ დაქორწინებული არასოდეს ყოფილა.

სწორედ ამის შემდეგ მიხვდა, თუ რა ტყუილში ცხოვრობდა წლების მანძილზე.

როგორც ის ამბობს, მამაკაცი ყოველი კვირის ბოლოს კრეტაზე მიდიოდა და ეუბნებოდა, რომ ამას სამსახურეობრივი მოვალეობის გამო აკეთებდა და ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ სინამდვილეში ის თავის რეალურ ოჯახს უბრუნდებოდა, რეალურ ცოლსა და ორ შვილს. ორშაბათს კი კვლავ ათენში ბრუნდებოდა და პარასკევამდე აღნიშნულ ქალთან ცხოვრობდა.

როგორც ჩანს, ბერძენი ექიმი წლების მანძილზე ოსტატურად თამაშობდა ორმაგ თამაშს.

ახლა დაზარალებული მამაკაცს უჩივის და საქმე შესაბამის პროკურორს გადაეცემა.

პირველ რიგში კი გამოძიება არკვევს, ვინ გახსნა 2014 წელს საქორწინო ცერემონიისთვის დარბაზი, სადაც ქალს სასტიკი ტყუილი მოუწყვეს. ეს საკითხი კი რთული გამოსარკვევია, რადგან მას შემდეგ საკმაოდ დიდი ხანია გასული.

onalem

ტესტ