fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

დამლაგებლობიდან პარლამენტის წევრობამდე – კონსტანტინა კუნევამ საბერძნეთის მოქალაქეობა მიიღო!

კონსტანტინა კუნევამ, რომელიც ერთ დროს დამლაგებლად მუშაობდა, წლების შემდეგ კი “სირიზადან” ევროპის პარლამენტის წევრად აირჩიეს, დღეს საბერძნეთის მოქალაქეობა მოიპოვა. ის არის ბულგარელი ქალი, რომელიც ყველაზე არაადამიანური თავდასხმის მსხვერპლი გახდა.

კუნევა მუშაობდა დამლაგებლად ოიკომეტის კომპანიაში. 2008 წლის 22 დეკემბერს მას დათვს დაესხნენს და იძულებით გადააყლაპეს გოგირდმჟავა, რის შედეგადაც კუვეამ დაკარგა მხედველობა ერთ თვალში და გადაიტანა შიდა ორგანოების დაზიანება. სწორედ ამან გამოიწვია ბერძნების გამოსვლა ქუჩებში და შეტაკება პოლიციასთან.

საპროტესტო აქციები, სადაც კოსტადინკას მხარდამჭერები მიმართვდნენ მას ლოზუნგით ,,შენ არ ხარ მარტო”, 2009 წლის 22 იანვრამდე გაგრძელდა, როდესაც საბერძნეთის სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზით დაშალა 3 000 მომიტინგე.

თავდასხმა დახასიათდა, როგორც ყველაზე საშინელ ფიზიკურ შეურაცხყოფად ბერძენ ვაჭრობის უნიონისტზე ბოლო 50 წლის განმავლობაში. 

2014 წლის 25 მაისს გამართულ ევროპის საპარლამენტო არჩევნებში აირჩიეს პარლამენტის წევრად მემარცხენე პარტია სირიზადან.

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსის ხარიცისმა სიხარული გამოთქვა, რომ ბულგარელმა ქალმა საბერძნეთის მოქალაქეობა მიიღო. მისი განცხადებით, კუნევა არის კარგი მაგალითი და ინსპირაცია, მსოფლიოს უკეთესობისკენ შეცვლის თვალსაზრისით.

onalem

ტესტ