fbpx
საზოგადოება

“დამლაგებელი ქალის დაზღვევა არცერთი დღით არ შეჩერდება” – აცხადებს სოციალური უსაფრთხოების მდივანი

სოციალური უსაფრთხოების მდივანმა, ტასოს პეტროპულომ ტელეკომპანია ΕΡΤ1-თან 53 წლის დამლაგებელ ქალბატონზე ისაუბრა, რომელიც სკოლის საბუთის გაყალბების ბრალდებით დროებით დაკავებული იყო.

წამოიჭრა საკითხი, გაუუქმდებოდა თუ არა მას დაზღვევა, ფაქტობრივად, არაკანონიერი საბუთით მუშაობის ფონზე. პეტროპულომ გადაჭრით თქვა, რომ მას დაზღვევა არცერთი დღით არ შეუჩერდება.

“ამ წლების მანძილზე, რაც მას უმუშავია, არცერთი დღე არ დაიკარგება და 53 წლის ქალს დაზღვევა არ შეუჩერდება.”

მან ხაზი გაუსვა, რომ მთავარია სახელმწიფო უსაფრთხოებამ იზრუნოს სწორედ ისეთ ადამიანებზე, რომლებიც არიან სუსტი და დაბალი სოციალური ფენის წარმომადგენლები.

ამ ყველაფერთან ერთად, მდივანმა დასძინა, რომ პენსიები ჩამოჭრის გარეშე დაირიცხება და დაახლოებით 620, 000 პენსიონერი თანხის გაზრდილ რაოდენობას მიიღებს.

onalem

ტესტ