fbpx
ემიგრაციული სიახლეები

დამატებითი ინფორმაცია ამანათების გაგზავნის საფასურის ცვლილებასთან დაკავშირებით

როგორც უკვე ცნობილია, ათენში, კერძოდ კი ომონიაზე, ამანათების გადამზიდმა ოფისებმა ერთ კგ ამანათის გაგზავნის ფასი 0, 50 ევროდან 1, 50 ევრომდე გაზარდეს.

დავაკვირდით ხალხის რეაქციას ჩვენი გვერდის კომენტარებში და დავასკვენით, რომ ბევრს ჰგონია ფასები ახალი წლის შემდეგ ისევ დაიწევს.

თუმცა, ეს ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას.

დაზუსტებული ინფორმაციით, ომონიაზე ამანათების გაგზავნის საფასური დარჩება ერთ კგ-ზე -> 1.50 ევრო.

შესაბამისად, ვინც აპირებთ რომ გააგზავნოთ საშობაო/საახალწლო ამანათები უფრო მოგვიანებით, უბრალოდ დროს დაკარგავთ.