fbpx
კრიმინალი

დაკავებული მოძალადის სიბრმავის ხარისხს სამედიცინო კომისია დაადენს

საჯარო საავადმყოფო მოიწვევს ოფთალმოლოგთა საბჭოს, რომელიც 52 წლის მოძალადის სიბრმავის ხარისხს დაადგენს.

გავრცელებული ინფორმაციით მისი მხედველობა 95%-ით დაქვეითებულია, რაც ეჭვს იწვევს, რადგან მეზობლების განცხადებით, ის რამდენჯერმე დაინახეს მოტოციკლის საჭესთან.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულმა 52 წლის მამაკაცმა ათენის უნივერსიტეტის სტუდენტი გააუპატიურა. მან განაცხადი გააკეთა სამუშაოს თაობაზე, რომ სჭირდებოდა დამხმარე, რომელიც სახლს დაულაგებდა. განცხადებას გოგონა გამოეხმაურა, თუმცა, მან ფული არ გადაუხადა და როდესაც გასამრჯელოს მისაღებად გოგონა ისევ მივიდა მასთან, სახლი აღარ დაუტოვებია.

მას შემდეგ, რაც მშობლები სტუდენტს დიდი ხნის განმავლობაში ვერ უკავშირდებოდნენ, პოლიციაში მივიდნენ და მისი გაუჩინარების შესახებ განაცხადი შეიტანეს.

როდესაც გოგონას სავარაუდო ადგილსამყოფელად დაფნის ტერიტორია და კონკრეტული ”დამსაქმებლის” სახლი დასახელდა, პოლიცია მაშინვე მივიდა დანაშაულის ადგილზე, სადაც გოგონა დაბმული იყო. 52 წლის მამაკაცი მას აუპატიურებდა.

ამასთანავე მას ჰქონდა სათვალე კამერით, რომელიც ინტერნეტში გადასცემდა მომხდარ ფაქტებს.

მამაკაცი დააპატიმრეს, ხოლო 22 წლის გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დამნაშავე უარყოფს ძალადობის ფაქტებს და ამბობს, რომ გოგონამ იცოდა, რაც უნდა გაეკეთებინათ და ყველაფერი მისი თანხმობით ხდებოდა.

თუმცა, მსხვერპლის შოკისმომგვრელი აღიარების შემდეგ, ის დააპატიმრეს.

გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს.

onalem

ტესტ