fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: ცრუ მღვდლებმა 50-ზე მეტი ყალბი ქორწინება ჩაატარეს

50-ზე მეტი წყვილი ყალბი ქორწინების მსხვერპლი გახდა. მათ ჯვარს წერდნენ ცრუ მღვდლები, ეს ყველაფერი კი ვარიბობიში ხდებოდა. ახლა წყვილები იძულებული არიან თავიანთი ქორწინება სასამართლოს გზით დააკანონონ.

როგორც Free Press გვატყობინებს, ეს დანაშაულებრივი ქმედება მაშინ გამჟღავნდა, როდესაც ზოგიერთმა წყვილმა განქორწინება გადაწყვიტა. როდესაც მათ საჭირო დოკუმენტაციის შეგროვება დაიწყეს, გაოცებულები დარჩნენ, რადგან აღმოჩნდა, რომ არც ყოფილან დაქორწინებული!

ქორწინება სამოქალო კუთხით ოფიციალურად იყო შემდგარი, თუმცა არ არსებობდა არანაირი დამამტკიცებელი საბუთი ეკლესიური კუთხით! ეს იმიტომ, რომ, როგორც ადვოკატებმა განაცხადეს, 3 მღვდელს, რომლებმაც ჯვრისწერა ჩაატარეს, არ ჰქონდათ შესაბამისი უფლება. მართლაც, ერთ-ერთ მათგანს შეჩერებული ჰქონდა სტატუსი. მან სასამართლოს წინაშე თავისი დანაშაული აღიარა.

“როგორც მაცნობეს, 50-ზე მეტი ყალბი ქორწინებაა ჩატარებული 2010 წლამდე, მე სწორედ ამ წლიდან დავიკავე ჩემი პოზიცია, ამიტომაც არ ვიცოდი რა ხდებოდა ჩემამდე. თუმცა, მე შევცვალე რეგულაცია ამ საკითხზე, რითაც უფლება ჩამოერთვათ სხვა რეგიონებიდან ჩამოსულიყვნენ მღვდლები ჯვრისწერის ცერემონიის შესასრულებლად. როგორც ვიცი, ამ საქმეში მონაწილე ერთ-ერთი “ცრუ” მღვდელი მეღარას მეტროპოლიიდან იყო ჩამოსული, მას არ ჰქონდა ლეგალური სტატუსი ეკლესიისგან, რის გამოც სასამართლოში წარსდგა, რადგან საეკლესიო სამართლის თანახმად, მან კრიმინალური დანაშაული ჩაიდინა” – განაცხადა ილინისა, ახარნონისა და პეტრუპოლის მიტროპოლიტმა.

ახლა მოტყუებული წყვილები ვალდებული არიან თავიანთი ქორწინება სასამართლოს გზით დააკანონონ. ” მათი შეუღლება კანონიერად, მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით შეიძლება ჩაითვალოს” – დაამატა მიტროპოლიტმა.

onalem

ტესტ