fbpx
საზოგადოება

ციკლონ “პინელოპის” შედეგები: ქარი, წვიმა და თოვლი მთელი ქვეყნის მასშტაბით

საბერძნეთის მასშტაბით, ციკლონის გამო, კვლავ ცუდი ამინდებია. ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ძირითადად, წვიმს. ზღვებზე კი ძლიერი ქარი ქრის, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება, თუმცა, დღეს, შუადღიდან მიმართულებას შეიცვლის.

ოთხშაბათს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წვიმას და ჭექა-ქუხილს უნდა ველოდოთ. ქარი ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ შეიცვლის მიმართულებას, ხოლო ტემპერატურა საგრძნობლად დაეცემა. მთიან რეგიონში მოთოვს, თუმცა, შუადღიდან თოვლი ბარშიც ჩამოაღწევს და სავარაუდოდ, ნალექი დასავლეთ მაკედონიასა და თრაკიშიც მოვა.

ჩრდილოეთ საბერძნეთში ტემპერატურა 7-დან 14 გრადუსამდე იმერყევებს, ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში კი, 11-16 გრადუსი იქნება. დასავლეთ საბერძნეთში ჰაერი 9-დან 15 გრადუსამდე გათბება; კიკლადებსა და კრეტაზე კი, ტემპერატურა 19 გრადუსს მიაღწევს. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 20 გრადუსი დოდეკანესის კუნულებზე ფიქსირდება.

ეგეოსის ზღვაზე იქროლებს სამხრეთის მიმართულების ქარი, რომლის სიჩქარე 6-7 ბალი იქნება. შუადღიდან კი, იგი ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ შეიცვლის მიმართულებას, გარდა ამისა, გაძლიერდება და მისი სიჩქარე 8-9 ბალს მიაღწევს. შედარებით სუსტი, 5-6 ბალის სიჩქარის ქარი იქროლებს იონიის ზღვაზე.

ატიკაში წვიმა და სუსტი შტორმია მოსალოდნელი. ტემპერატურა 13-დან 18 გრადუსამდე იმერყევებს. იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის ქარი, რომლის სიჩქარე 6-7 ბალი იქნება. შუადღიდან იგი ჩრდილოეთისკენ შეიცვლის მიმართულებას და სავარაუდოდ, ღამით კიდევ უფრო გაძლიერდება.

თესალონიკში ცვალებად მოღრუბლულობას უნდა ველოდოთ. ჰაერი 11-დან 15 გრადუსამდე გათბება. თუმცა, შუადღის მერე ტემპერატურა საგრძნოობლად დაეცემა. იქროლებს 6 ბალის სიჩქარის ძლიერი ქარი.

onalem

ტესტ