fbpx
პოლიტიკა

“ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ საფრთხეს გავუმკლავდეთ” – საბერძნეთის თავდაცვის მინისტრი

“მე არ ვარმბობ, რომ ჩვენ ყველაფერი დავასრულეთ, მაგრამ არსებული პირობების გათვალისწინებით, ვაგზავნით თანამშრომლებს ეგეოსსა და ევროსში. უახლოეს დღეებში კუნძულებზე 3, 500 ადამიანიგაიგზავნება,” აცხადებს საბერძეთის თავდაცვის მინისტრი.

გეერალური შტაბის უფროს ლეიტენანტთან ერთად პანოს კამენოსი ერთობლივ სწავლებას დაესწრო. მათ ოფიცრებთან ისაუბრეს და ანკარას სრული მზადყოფნის ძალიან მკვეთრი სიგნალი გაუგზავნეს.

“ჩვენ მზად ვართ და ვიცი, რომ ეს ბევრ უცხო ქვეყანაში არ მოსწონთ. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ საფრთხეს გავუმკლავდეთ. ჩვენ შეგვიძლია დავეყრდნოთ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს. არ ველით არც მოკავშირეებს და არც მეგობრებს, მხოლოდ ბერძნულ ძალას, სულსა და პატრიოტიზმს შეუძლია ყველაფერი განკარგოს.”

“ეს უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე თითოეული ადამიანის მზადყოფნას მტრის წინააღმდეგ საბრძოლველად… მტრის, რომელიც პროვოკაციებს აგრძელებს. ჩვენ არ გვეშინია გამოწვევების.

ჩვენ ვაგზავნით ტოლერანტობის მესიჯს და მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ, თუმცა, თუკი ისინი გაბედავენ და ეჭვქვეშ დააყენებენ საბერძნეთის სახმელეთო თუ საზღვაო საზღვრის თუნდაც ერთ მილიმეტრს, საბერძნეთი თავს აუცილებლად დაიცავს.”

პანოს კამენოსმა აღნიშნული განცხადებები მას შემდეგ გააკეთა, რაც თურქეთის მხრიდან კიდევ ერთ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი. თურქეთის პრემიერმა თქვა, რომ საბერძნეთი იმდენად პატარა ქვეყანაა, ანკარას საბრძოლველად არც კი უღირს.

onalem

ტესტ