fbpx
ჯანმრთელობა

ჩუმი ეპიდემია, რომლით დაავადებულთა რიცხვი სულ უფრო და უფრო იზრდება

ბოლო წლების სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით HPV(Human Pappilomavirus) “ჩუმი ეპიდემიაც” კი უწოდეს. წლიური მაჩვენებელი დაავადებულების სულ უფრო და უფრო იზრდება, თითქმის 14.000.000 ამერიკელი ინფიცირდება წელიწადში პაპილომა ვირუსით. დაახლოებით 30.700 ადამიანს HPV-გან უნვითარდება სიმსივნე და საშუალოდ 11.000 ქალს უნვითარდება საშვილოსნოს ყელის კიბო.

სულ აშშ-ში ამ ვირუსით დაავადებული არის 79.000.000 ადამიანი. აგრეთვე ევროპის ქვეყნებშიც HPV ვირუსის მაჩვენებელი ორმაგად გაიზარდა. რა არის Human Pappilomavirus??? ადამიანის გენიტალიური (სასქესო ორგანოების) პაპილომა ვირუსი არის დიდი ოჯახი DNA ვირუსების, რომლებიც იწვევენ დაზიანებებს კანსა და ლორწოვან ადგილებში. არსებობს პაპილომა ვირუსის 100-ზე მეტი ტიპი და ისინი იყოფიან მაღალი რისკის ანუ ონკოგენური (სიმსივნის გამომწვევი) და დაბალი რისკის არაონკოგენურ ჯგიფებად. დაბალი რისკის ტიპებია: HPV 6,11,42,43,44,54,61,72 და სხვა, რომელთაც შეეუძლიათ გამოიწვიონ გენიტალური კონდილომების და საშვილოსნოს ყელის დაბალი ხარისხის დაზიანებები.

ყველასთვის კარგად ნაცნობი გენიტალური კონდილომა გამოწვეულია ტიპებისგან HPV6 და HPV11. მაღალი რისკის ტიპებს მიეკუთვნებიან HPV 16,18,26,31,33,34,35,39 და სხვა. მათ შორის ყველაზე უფრო ონკოაგრესიულია HPV16 და HPV 18. მათი ხანგრძლივი პერისტენციის დროს შესაძლოა განვითარდეს როგორც დაბალი ასევე უმეტეს შემთხვევაში საშვილოსნოს ყელის მაღალი დაზიანება,როგორიც არის საშვილოსნოს კობო. პაპილომა ვირუსი სქესობრივი გზით გადამდები ვირუსია, რომელიც გადაეცემა კანის-კანთან კონტაქტით, ორალური და ანალური სექსით.

აღსანიშნავია, რომ პრეზერვატივი ბოლომდე ვერ იცავს ადამიანს ამ ვირუსისგან,რადგან გენიტალურ ორგანოებს სრულიად ვერ ფარავს. სექსუალურად აქტიურ ქალების 70-80% უკვე ინფიცირებულია აბ ვირუსით 50 წლის ასაკამდე. ინფიცირებულების უმეტესობას კლინიკური სიმბტომები არ აღენიშნება და ინფიცირების შესახებ არც კი იციან. ქალების 80-90% პაპილომა ვირუსით გამოწვეული ანთება თავისით უქრებათ 2 წლის წემდეგ მკურნალობის გარეშე. საშიშროება მიზანში იღებს იმ ქალებს რომელთაც არ აქვთ კარგი იმუნური სისტემა და არ ფერხდება საშიში HPV ტიპების განვითარება. შესაბამისად საციცოხლო ძალა აქვს პაპ-ტესტს (ციტოლოგიური ნაცხი საშვილოსნოს ყელიდან) და კოლპოსკოპიას, რომელიც წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველა ქალმა. მხოლოდ გენიტალურ კონდილომატოზს, რომელიც გამოწვეულია HPV 6 და HPV11 ტიპებით ახასიათებს სიმბტომები: წვა, ქავილი, ტკივილი და ქალს აყენებს უკიდურესად უხერხულ მდგომარეობაში და უქმნის ემოციურ პრობლემებს.

ტექსტი მიზადა: ათენის მეან გინეკოლოგიური კურსის სტუდენტმა თათია ჩხაიძემ

 

onalem

ტესტ