fbpx
საზოგადოება

“ჩემს პატარას ძალიან გაუხარდა, შესაძლოა ევროვიზიაზე წამოვიდეს” – თამთა კვიპროსულ მედიასთან

“ძალიან აღფრთოვანებული ვარ. მაგრამ ჯერ არაფერი ვიცი. სიმღერა ორნახევარი დღის წინ მოვისმინე და საზოგადოებისთვის ცნობილი 5 მარტს გახდება. ჩემებს ძალიან უხარიათ, ჩემს პატარასაც. ყოველვთვის ჩემთან არის და მხარს მიჭერს. დედაჩემს გული აუჩუყდა, როცა ევროვიზიის შესახებ ვუთხარი.

ხალხის მხრიდან სიყვარული ძალიან მოქმედებს. მას შემდეგ, რაც 15 წელია გიცნობენ, დრო დადგა. ძალიან ლამაზ და სასიამოვნო მესიჯებს ვიღებ.

რაც შეეხება, ელენი ფურეირას, ჩემს თავს ვერავის შევადარებ, რადგან ვფიქრობ, რომ ყველა განსხვავებული ვართ.

შეიძლება ანნი თელ-ავივში წამოვიდეს. კონკრეტულად ჩემთან ერთად არა, მაგრამ ჩემს მეგობრებთან ერთად, ამის სურვილი აქვს, მაგრამ ჯერ არ ვიცი,” ამბობს თამთა.

იხილეთ ინტერვიუ:

onalem

ტესტ