fbpx
ეკონომიკა

ბერძნების დანაზოგი თვალსა და ხელს შუა ქრება

14 წლის წინ ბერძნები მშვიდად იყვნენ, რადგან ბანკებში დანაზოგი ეგულებოდათ.

პრაქტიკულად, 2017 წელს ბერძენ მოქალაქეთა საბანკო დეპოზიტები გაუტოლდა დონეს, რომელიც 2003 წელს ფიქსირდებოდა. ასევე, განსხვავებით პირადი დანაზოგებისგან, ბევრად გაიზარდა ბიზნეს დეპოზიტები.

საბერძნეთის ბანკის განცხადებით, საბანო დანაზოგების რაოდენობა ამ წლის მარტში 119,31 მილიარდ ევროს შეადგენდა, თებერვალთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 135 მილიონი ევროთი გაიზარდა.

დეპოზიტების რაოდენობის გაზრდა, განპირობებულია ბიზნეს დეპოზიტების ზრდით, რომელიც 578 მილიონ ევროს შეადგენს. ხოლო ზოგადად, ბიზნეს დეპოზიტთა რაოდენობა 20,51 მილიარდი ევროა.

ამავე დროს, მოქალაქეთა დანაზოგები, რომელიც 98,8 მილიარდ ევროს შეადგენდა, შემცირდა 344 მილიონი ევროთი და გაუტოლდა 2003 წლის მაჩვენებელს (97,94 მილიარდი ევრო).

onalem

ტესტ