fbpx
კრიმინალი

ბერძნების და ალბანელების დაჯგუფება, რომელიც კრეტაზე სახლებს და მაღაზიებს ძარცვავდა

რამდენიმე საათში ისინი სამ ობიექტს დაესხნენ თავს და სწრაფად გაყიდეს ელექტრონული აპარატურა და ძვირფასეულობა, რომელიც იქიდან მოიპარეს. საბერნეთის პოლიციამ ბერძნები და ალბანელები დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ირაკლიოში ბოლო დროს მომხდარ ძარცვებში დამნაშავე 3 ბერძენი და 2 ალბანელია. ბერძნებს შორის ერთი გოგონაა, 19 წლის, ხოლო დანარჩენი ორი 20 და 22 წლის მამაკაცები. ალბანელ მამაკაცთა ასაკიც ასევე 20 და 22 წელია.

თავდაპირველად ძარცვა 22 წლის ალბანელმა ჩაიდინა, რომელიც მაღაზიაში შევიდა და სხვადასხვა აპარატურა მოიპარა, შემდეგ კი გაყიდა.

შემდეგ, ამავე დღეს, 20 წლის ალბანელმა 19 წლის ბერძენ გოგონასთან ერთად ძვირფასეულობის მაღაზია გაძარცვა, რომელიც 33 წლის მამაკაცი საკუთრებაა.

ყველა დამნაშავე ირაკლიოს პროკურატურაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ