fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

”ბერძნები საჭმელს ნაგავში აღარ ეძებენ” – საბერძნეთის კულტურის მინისტრი

”დღეს ბერძნები საჭმელს ნაგავში აღარ ეძებენ, როგორც ეს 2014 წელს იყო,” აცხადებს კულტურის მინისტრი ელენა კუნდურა და მთავრობას სოციალური პოლიტიკის წარმატებას ულოცავს.

მინისტრმა შაბათს Skai TV-სთან ინტერვიუში განაცხადა:

”მთავრობას ვულოცავ, რადგან სიძნელეების მიუხედავად, ჩვენ მიერ გატარებულმა სოციალურმა პოლიტიკამ შედეგი გამოიღო. 2014 წელს ადამიანები იტანჯებოდნენ და მაგიდაზე საჭმელი არ ჰქონდათ. ახლა კი ისინი საზრდოს ნაგვის ურნებში აღარ ეძებენ.

თუმცა, მართალია, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი ჯერ კიდევ გაჭირვებაში ცხოვრობს. თუმცა, ჩვენ ვცდილობთ მათ დახმარებას. წინ კიდევ რთული 10 თვე გვაქვს, სანამ 2018 წელს საბერძნეთის დახმარების პროგრამა არ დასრულდება.”

მან ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანამ უდიდესი, 90%-იანი შემოსავალი მიიღო ტურიზმიდან.

onalem

ტესტ