fbpx
ეკონომიკა

ბერძნები “ლეიბების ქვეშ” 32 მილიარდ ევროს ინახავენ!

ბერძნებს ჯერ კიდევ ურჩევნიათ, რომ თანხა სახლებში შეინახონ, ვიდრე ბანკებს ენდონ. რამდენი აქვთ მათ სახლში გადამალული?!

საბერძნეთის ბანკის ინფორმაციით, 2018 წლის ნოემბერში, თანხა, რომელიც საბანო ანგარიშებს გარეთ იყო მიმოცვლაში, 31.977 მილიარდ ევროს შეადგენს. ეს კი 2017 წლის მონაცემებთან შედარებით ოდნავ მეტია, როდესაც 31, 1 მილიარდი იყო.

ეკონომიკური კრიზისის პერიოდმა თავისი გავლენა მოახდინა და მოსახლეობამ ბანკების მიმართ ნდობა დაკარგა.

მიუხედავად იმისა, რომ ბერძნების უმრავლესობა გარკვეულ თანხას ანგარიშებზე მაინც ინახავს, მათ საკუთარ სახლებში, “ლეიბების ქვეშ” 32 მილიარდ ევრომდე აქვთ გადანახული.

2015 წლის ზაფხულში ყველაზე კრიტიკული მდგომარეობა ფიქსირდებოდა, ნაღდი ფულის ცირკულაციამ 28% შეადგინა.

ექსპერტების ვარაუდით, ახალი 2019 წლიდან აღნიშნული მაჩვენებელი (32 მილიარდი ევრო) საგრძნობლად შემცირდება და ნაღდი ფულის ნაცვლად, გაიზრდება საბანკო გადახდები.

onalem

ტესტ