fbpx
საზოგადოება

ბერძენმა ქალმა გარდაცვლილი შვილის ქურთუკი, რომელსაც 22 წელი ინახავდა, უსახლკაროებს აჩუქა

ბერძნული მედია ამაღელვებელი ამბის შესახებ იუწყება, რომელიც კრეტაზე, ხანიაში მოხდა. ქალს გარდაეცვალა ქალიშვილი, რომელიც ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ. ეს ყველაფერი კი 22 წლის წინ მოხდა.

ის ამ ხნის მანძილზე ინახავდა ქურთუკს, რომელიც მის საყვარელ შვილს ეკუთვნოდა… თუმცა, ეს მისთვის მხოლოდ ქურთუკი არ იყო.

შაბათს ხანიაში საზოგადოებამ აქცია წამოიწყო, რომელიც უსახლკარო ადამიანებისთვის ტანსაცმლის შეგროვებას ისახავდა მიზნად. 76 წლის ხრისულა ერთ-ერთი იყო იმ ადამიანთაგან, რომელმაც 22 წლის მანძილზე შენახული ქურთუკი უსახლკაროებს გადასცა.

“ქალბატონ ხრისულას გოგონა 22 წლის წინ გარდაეცვალა, რომელიც 28 წლის იყო და ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ. ერთადერთი, რაც მან შეინახა, ეს მისი ქურთუკი იყო, რომელსაც დიდი ემოციური დატვირთვა ჰქონდა და მან დაიფიცა, რომ ქურთუკს სიცოცხლის ბოლომდე შეინახავდა. ამისდა მიუხედავად, მან საბნებთან ერთად, გადმოგვცა ის მათთვის, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება. დიდი მადლობა მას ამისთვის,” ამბობს აქციის ორგანიზატორი.

onalem

ტესტ