fbpx
საზოგადოება

ბერძენმა ქალმა საკუთარ ქმარს სხვა მამაკაცთან ერთად ნაქირავებ ბინაში შეუსწრო

კუნძულ როდოსზე ბერძნული ოჯახი მესამე პირის გამო დაინგრა, თუმცა, არა ისე, როგორც ეს ხშირ შემთხვევებში ხდება. თავდაპირველად 30 წლის ქალმა განქორწინებაზე შეიტანა საჩივარი, რადგან მისი თქმით, ქმარი ყურადღებას აღარ აქცევდა და ინტიმურ ურთიერთობაზეც მუდმივად უარს აცხადებდა.

მამაკაცი საკუთარ ქმედებებს ავად ყოფნით ხსნიდა და ცოლს ეუბნებოდა, რომ ჰორმონალური დარღვევები ჰქონდა და ამ პრობლემებს ფსიქოლოგთან სიარულით მოაგვარებდა. ქალი გაგებით ეკიდებოდა არსებულ მდგომარეობას და მისი მანამდე სჯეროდა, ვიდრე ძალიან დიდ სიურპრიზს არ წააწყდა.

მან აღმოაჩინა, რომ მის ქმარს სახლი ჰქონდა ნაქირავები, სადაც სხვას ხვდებოდა და თანაც, მამაკაცს. როცა ქალი სახლში ბავშვებს უვლიდა, მამაკაცი მიდიოდა და თავის მეორე “რჩეულ” მამაკაცთან ერთად ატარებდა დროს.

ცხადია, ოჯახი დაინგრა. თუმცა, მხოლოდ ქალის საჩივრის გამო არა. ქმარი თავადაც უჩივის ცოლს, რადგან დაშორების მიზეზი, რომელსაც ის ასახელებს, მისი აზრით, საფუძვლიანი არ არის.

 

onalem

ტესტ