fbpx
კრიმინალისაზოგადოება

ბერძენი ქალი, რომელსაც ჩანთაში ახალშობილი ჰყავდა, საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა

საბაჟოს ოფიცრებს ხშირად უნახავთ აკრძალული ნივთებისა და პროდუქტების შემოტანის მცდელობები კილკის სასაზღვრო ზოლში, თუმცა ეს შემთხვევა უჩვეულო და განსაკუთრებული იყო ყველასთვის. ვერავინ წარმოიდგენდა თუ “კონტრაბანდული” გზით ახალშობილის შემოყვანას ეცდებოდნენ.

30 წლის ბერძენი ქალბატონი პელადან, რომელმაც საზღვარი მაკედონიიდან (იგულისხმება ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა) გადმოკვეთა, საბაჟოს მოხელეებმა საეჭვოდ მიიჩნიეს და მისი შემოწმება გადაწყვიტეს.

ოფიცრები გაოცებულები დარჩნენ, როდესაც ჩანთის გახსნის შედეგად დაინახეს ახალშობილი, რომლის შემოყვანას, ქალბატონი მალულად ცდილობდა.

სავარაუდო მიზეზად სახელდება შემდეგი რამ: ქალმა ბავშვი მაკედონიაში გააჩინა, თუმცა მისი რეესტრში გატარება საბერძნეთში სურდა, თითქოს ბავშვი ამ ქვეყანაში დაიბადა.

თუმცა, ახალგაზრდა დედის პრობლემა ის გახლავთ, რომ მან გაქცევა სცადა, რის გამოც დააპატიმრეს და საქმე გამოსაძიებლად კილკის პროკურატურას გადასცეს.

onalem

ტესტ