fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ბერძენი ქალი, რომელიც 82,000 ტონიან ხომალდს მართავს

სტელა ფრანზესკაკი –  ქალი კრეტადან, რომელიც დღევანდელობაში დიდ იშვიათობას წარმოადგენს. კაპიტანია, რომელიც სატვირთო გემს მართავს. გემის წონა 82, 000  ტონაა.

სტელა სოფელ ნეა რუმატადანაა, რომელიც ხანიას მახლობლად მდებარეობს. ქალი გემის კაპიტნის პოზიციაზე 1998 წლიდან დღემდე მუშაობს.

”ამ საქმის კეთება 1980-იან წლებში გადავწყვიტე, ვინაიდან ზღვა და მოგზაურობა ყველაზე მეტად მიყვარდა. მე არ ვარ მეზღვაურთა ოჯახიდან, ამიტომ თავდაპირველად ოჯახში დიდ პრობლემებს წავაწყდი. ჩემი ახლობლები ვერ ეგუებოდნენ ფაქტს, რომ მათ გოგონას გემზე მუშაობა სურდა,” ამბობს ის.

მისი გემი ”Kesaria” 222 მეტრის სიგრძის და 81, 932 ტონის მოცულობის გემია.

გემის ეკიპაჟის 23 წევრიდან 2 ქალია, ბერძენი ინჟინერი და ფილიფინელი ოფიციანტი ქალი.

კაპიტნის განცხადებით, დღეს გემებზე ყველაზე დიდ პრობლემას მეკობრეობა წარმოადგენს:

”მეკობრეობის წინააღმდეგ მიღებული უნდა იყოს გარკვეული ზომები. მეკობრეები ჩვენს გემსაც დაესხნენ თავს სინგაპურში, თუმცა, მათ მხოლოდ გარკვეული ნივთები წაიღეს და წავიდნენ. მათ ვერ შეძლეს მთლიანი ხომალდის დაპყრობა, როგორც ეს ინდოეთის ოკეანეში ჩვეულებრივ ხდება.”

საბერძნეთში ქალი კაპიტნებისთვის პირველი საჯარო სკოლა პირეოსში 1978 წელს გაიხსნა.

onalem

ტესტ