ბერძენი პოლიციელი, მეგობარ გოგონასთან ერთად, სახლში გარდაცვლილი იპოვეს
რამდენიმე წუთის წინ პორტო ხელიში ბერძენი პოლიციელი და მისი მეგობარი გოგონა, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა, გარდაცვლილები იპოვეს. ორმაგი ტრაგედიის გარემოებები ამ დრომდე უცნობია.
ისინი იმ სახლში იპოვეს, სადაც ერთად ცხოვრობდნენ. არსებული ინფორმაციით, გამორიცხულია ვარაუდი, რომ ადგილი ჰქონოდა კრიმინალურ აქტს ანუ განზრახ მკვლელობას.
ერთადერთი ხელჩასაჭიდი, რომელიც პოლიციას აქვს, არის ნარკოტიკული საშუალებები, რომლებიც პოლიციელის სხეულის გვერდით იპოვეს.
აბები ექსპერტიზაზე უნდა გადააგზავნეს.
წყვილის სიკვდილმა ადგილობრივი საზოგადოება და პოლიციელის კოლეგები შეძრა.