fbpx
მეცნიერება

ბერძენი მეცნიერი ანტარქტიკაში

ბერძენი გეოლოგი იანის ბაზიოტისი მონაწილეობას მიიღებს კვლევით მისიაში, რომლის მიზანია მეტეორიტების ძიება და კვლევა.

მისიას ამერიკის კოსმოსური სააგენტო NASA აფინანსებს.

ბაზიოტისი მინეროლოგიისა და პეტროლოგიის ასოცირებული პროფესორია და ათენის აგრარულ უნივერსიტეტში ასწავლის. ბერძენი მკვლევარი აქტიურად არის ჩართული მეტეორიტებისა და კოსმოსური ქიმიის კვლევის სფეროში. მისი კვლევა პლანეტა მარსთან დაკავშირებით უკვე უამრავ ჟურნალში გამოქვეყნდა. ახლა ის ანტარქტიდაზე წასასვლელად ემზადება.

ანტარქტიდაზე 1976 წლის შემდეგ, მეტეორიტის 21,000 ნიმუში აღმოაჩინეს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა მსგავს მისიაში ბერძენი მკვლევარი იღებს მონაწილეობას. ყოველწლიურად 100-150 მკვლევარის შერჩევა ხდება.

იანის ბაზიოტისი 2013 წლიდან ცდილობდა მოხვედრილიყო რჩეულთა შორის, საბოლოოდ კი, მისმა მცდელობამ გაამართლა. ეს მისი ცხოვრების ოცნებაა და აპირებს ამ საქმიანობას ბოლომდე მიჰყვეს.

onalem

ტესტ